რეზონანსი
09.04.2026

რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნულ თე­ატ­რში ნამ­დვი­ლი კულ­ტუ­რუ­ლი აფეთ­ქე­ბა მოხ­და. რო­ბერტ სტუ­რუ­ამ მა­ყუ­რე­ბელს შოთა რუს­თა­ვე­ლის გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მის სა­კუ­თა­რი ხედ­ვა - "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" წა­რუდ­გი­ნა.

თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლურ აღი­ა­რე­ბას­თან ერ­თად, სპექ­ტაკლს სკან­და­ლუ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვა - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში თი­ნა­თი­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ქეთი სვა­ნი­ძე მო­ექ­ცა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ მისი და რო­ბერტ სტუ­რუ­ას პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ არის - ქეთი ჯერ კი­დევ პა­ტა­რა იყო, როცა მა­ესტრომ ოპე­რის თე­ატ­რში დად­გმულ „კარ­მენ­ში“ ათა­მა­შა.

"მა­შინ ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი, რამ­დე­ნად დიდ ადა­მი­ა­ნებ­თან მქონ­და შე­ხე­ბა, თუმ­ცა ამან ჩემი ცხოვ­რე­ბა გან­სა­ზღვრა. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბო­ბა ჩემი დიდი ოც­ნე­ბა იყო, რომ­ლი­საც მრცხვე­ნო­და კი­დეც, რად­გან წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და,“ - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ნამ­დვი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო. მა­ყუ­რებ­ლის ნა­წილ­მა თი­ნა­თი­ნი­სა და ავ­თან­დი­ლის (ლე­ვან ხურ­ცია) სცე­ნე­ბი ზედ­მე­ტად ერო­ტი­კუ­ლად მი­იჩ­ნია.

კი­თხვა­ზე - სად გა­დის მსა­ხი­ო­ბის­თვის ზღვა­რი, ქეთი 2024 წლის ინ­ტერ­ვი­უ­შიც გულ­წრფე­ლად პა­სუ­ხობს. მისი თქმით, ის არა­სო­დეს ითა­მა­შებს ისეთ რა­მეს, რაც "სა­სირ­ცხვი­ლო" იქ­ნე­ბა, თუმ­ცა პრო­ფე­სი­უ­ლი თავ­და­დე­ბა მის­თვის უპირ­ვე­ლე­სია.

"...ნამ­დვი­ლად გა­მი­მარ­თლა, რად­გან ჩემი მე­უღ­ლე ყვე­ლა­ფერ­ში მომ­ყვე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­წყობს ხელს. უხა­რია და ამა­ყობს კი­დეც. ბედ­ნი­ე­რი ვარ იმის გამო, რომ ში­შე­ბი არ მა­წუ­ხებს. „ეს რომ ვი­თა­მა­შო, ჩემი მე­უღ­ლე გაბ­რაზ­დე­ბა?“ – მსგავ­სი ფიქ­რე­ბი რომ მქონ­დეს, ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და. პირ­ველ რიგ­ში, მე თვი­თონ არ ვი­თა­მა­შებ ისეთ რა­მეს, რომ ვინ­მეს­თვის სა­სირ­ცხვი­ლო იყოს, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, ელე­მენ­ტა­რუ­ლიც ვერ გა­გი­გონ და ამას ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბევ­რი პრობ­ლე­მა მოჰ­ყვეს. მე ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა!“

 მსა­ხი­ო­ბის­თვის მთა­ვა­რი და­საყ­რდე­ნი ოჯა­ხია. მისი მე­უღ­ლე, ცნო­ბი­ლი ბავ­შვთა ქი­რურ­გი ზუ­რაბ ძი­ძა­ვაა. ქეთი აღ­ნიშ­ნავს, რომ სწო­რედ მე­უღ­ლის მხარ­და­ჭე­რა აძ­ლევს მას სა­შუ­ა­ლე­ბას, სცე­ნა­ზე სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს.

"სა­ნამ დედა არ გახ­დე­ბი, ამ გრძნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას ვე­რას­დროს მიხ­ვდე­ბიო – ეს ფრა­ზა ხში­რად მეს­მო­და და მე­გო­ნა, რომ ვი­გებ­დი, მაგ­რამ თურ­მე, ვცდე­ბო­დი. მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა, სა­ნამ თვი­თონ არ გა­მოც­დი, ვერ აღიქ­ვამ ისე, რო­გორც რე­ა­ლუ­რა­დაა. სამ­ყა­რო შე­იც­ვა­ლა და ახლა ყვე­ლა­ფე­რი და­ნის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს.

ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, ცხოვ­რე­ბა­ში არ მე­გუ­ლე­ბა. ყვე­ლა­ფერს და­ნის­თვის ვა­კე­თებ, მის­თვის მინ­და, რომ ვიყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ჩემს პრო­ფე­სი­ა­შიც ისევ მის­თვის მინ­და ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა, რომ სა­მო­მავ­ლოდ კარ­გად იცხოვ­როს, ბედ­ნი­ე­რი და ლაღი იყოს. იმა­ში, თუ დღეს რა­მეს წარ­მო­ვად­გენ, ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის დე­და­ჩემს – ესმა მი­ქე­ლა­ძეს. ჩვენ, ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რეთ და დე­და­ჩე­მის მა­გა­ლი­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან მინ­და, მეც შევ­ძლო ჩემი შვი­ლის­თვის კარ­გი დე­დო­ბის გა­წე­ვა.“

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა კრი­ტი­კის ტალ­ღა აა­გო­რა, ქეთი სვა­ნი­ძის გვერ­დზე გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის არა­ნაკ­ლებ მძლავ­რი მხარ­და­ჭე­რა გა­მოჩ­ნდა. კო­ლე­გე­ბი და მა­ყუ­რებ­ლე­ბი ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა რთუ­ლი ფე­ნო­მე­ნია, რომ­ლის სი­მარ­ტი­ვეც ხში­რად მოჩ­ვე­ნე­ბი­თია.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×