
ვერც ერთ წელიწადს ვერ შეიგნო ამ აგენტურამ - რომ აგენტების ადგილი 9 აპრილის მემორიალთან არ არის- წერს „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
„აგენტები თავისუფლებისთვის და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლ ხალხს "მონებს" რომ უწოდებენ - მათი ადგილი დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ უნდა იყოს, სადაც მორიგი უზნეო და სამარცხვინო პერფორმანსი დადგეს. ვერც ერთ წელიწადს ვერ შეიგნო ამ აგენტურამ - რომ აგენტების ადგილი 9 აპრილის მემორიალთან არ არის. მე ვიზიარებ მათი გამზრდელების ჯერ კიდევ გაუთვითცნობიერებელ მწუხარებას, რომელიც ადრე თუ გვიან მათ ეწვევა. ეწვევა იმ გარდაუვალ კოშმარულ აღიარებასთან ერთად, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართველობის ის უწყვეტი ჯაჭვი, რომლის რგოლები პერიოდულად სუსტდებოდა, მერე კვლავ მტკიცდებოდა უფალსა და სამშობლოსა მას შინა - დღეს სწორედ მათსა და მათ შვილებსა ზედა გაწყდა.
თუმცა, ეს არაა ერის ტრაგედია. ერი ამ ყველაფერზე უფრო უზენაესია - ეს მათი პირადი, საოჯახო ტრაგედიაა. მე ისინი არ მეცოდება - მათ საკუთარი არჩევანი გააკეთეს. ესეც ხომ თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია - ნებაყოფლობით აირჩიო: უფლისკენ ხარ, თუ ლუციფერისკენ; „ცხვრების" მხარეზე გინდა აღმოჩნდე, თუ „თხების" - ჟამსა მას შინა, ოდეს უფალი მოვიდეს სუფევითა თვისითა და განსაჯოს მართალნი და მტყუანნი საქმეთაებრ მათითა. თანაც, ყველა რომ უნდა გადარჩეს, ამაში არც სახარებას შევუყვანივართ შეცდომაში. ნათელში ამყოფოს ღმერთმა ყველა იმ თავდადებული ქართველის სულები, რომლებსაც არასდროს შეშლია, თუ რომელი მხარე აირჩიონ ამ წუთისოფელში.”- წერს ქართველიშვილი.