რეზონანსი
09.04.2026

პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალთან ნაცმარგინალების იაფფასიანი მინი წარმოდგენები და ვითომ ამ დღის მიტაცების მცდელობა ამაზრზენია. მათი სპეკულაციები პატრიოტიზმზე ოქსიმორონია,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მისი თქმით, თუ ადამიანი არ არის ანტიქართველი, ზნედაცემული, ის ფიქრითაც არასდროს გაბედავს ჩვენი ქვეყნისთვის დაღუპული გმირების სახელებით სპეკულირებას სექტანტური დღის წესრიგის წინ წასაწევად.

„პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალთან ნაცმარგინალების იაფფასიანი მინი წარმოდგენები და ვითომ ამ დღის მიტაცების მცდელობა ამაზრზენია; მათი სპეკულაციები პატრიოტიზმზე ოქსიმორონია.

თუ ადამიანი არ არის ანტიქართველი, ზნედაცემული, ის ფიქრითაც არასდროს გაბედავს ჩვენი ქვეყნისთვის დაღუპული გმირების სახელებით სპეკულირებას სექტანტური დღის წესრიგის წინ წასაწევად, მაგრამ „ნაცობასა“ და ადამიანობას შორის უღრმესი უფსკრულია.

უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს საქართველოსთვის განწირულთა სპეტაკ სულებს!” - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×