რეზონანსი
09.04.2026

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში 9 აპრილის შესახებ წერს.

„9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს ჩადენილ სისასტიკეს. დღეს, 37 წლის შემდეგ, პატივს მივაგებთ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას“, - წერს საელჩო.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი მემორიალთან იმყოფებოდა და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×