რეზონანსი
08.04.2026

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე იმ მონაცემების არგანახლებას, რომლებშიც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია დასახელებული.

„როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი რჩება კონკრეტული წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად,“ - განაცხადა დეპუტატმა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განზრახ ჩადენილ ქმედებაში დაადანაშაულა.

„ერთი და იმავე „შეცდომის“ დაშვება როდესაც ხდება, ეს შეცდომა არ არის, განზრახ ჩადენილი ქმედებაა. ასეთი დამოკიდებულება დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე შავ ლაქად აისახება და ქართულ-გერმანულ ურთიერთობას ვერ დააზიანებს. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი რჩება კონკრეტული წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად და რა თქმა უნდა, ასეთი შიდა მოხმარებით სარგებლობს გერმანული დიპლომატიური წარმომადგენლობა, რაც სამწუხაროა,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×