
ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანსა და „ტაბულას“ დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილს შორის სოციალურ ქსელში მორიგი მწვავე კონფლიქტი გაჩაღდა.
დაპირისპირების მიზეზი იაგო ხვიჩიას გადაცემა გახდა, სადაც ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მედიაზე კონტროლის განმახორციელებელ პირებზე ისაუბრა.
ჩერგოლეიშვილმა ჟორჟოლიანის რეპლიკა დეზინფორმაციად და მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აღიქვა, რასაც ნანუკა ჟორჟოლიანის მხრიდან პირდაპირი ბრალდებები მოჰყვა გიგა ბოკერიას მისამართით.
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნანულაი ყოფილა იაგო ხვიჩიასთან დეზინფორმაციის გასავრცელებლად და დაუსახელებლად „მამხელდა“ - ახლა რომ მედიას თავისუფლებას უწუნებს, „სისხლიანი 9 წლის“ დროს მისი ქმარიც ხომ იყოო. კი იყო, და მეც ვიყავი - და მაშინაც მეფრინველეობის ფერმად მიმაჩნდით ქართული ტელემედია და ამიტომ ავიყვანე ტაბულაში სრულიად გამოუცდელი, მაგრამ გონიერი თინეიჯერები“.
ჩერგოლეიშვილის საპასუხოდ ნანუკა ჟორჟოლიანმა ვიდეო ჩაწერა, სადაც საკმაოდ მძიმე მომენტი გაიხსენა მათი ურთიერთობიდან.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „თამარ ჩერგოლეიშვილმა მომიძღვნა სტატუსი და იმედი მაქვს, რომ ბაბლი არ დამიწერს ამ ვიდეოზე, რომ ნანუკა ახლა ამის დრო არ არის. იმიტომ რომ ყოველთვის ეს კონფლიქტები იწყება თამარისგან. მე მესმის, რომ მან მოირგო ის როლი, რომ თქვენ ამბობთ, რომ ის გიჟია და ყველაფერი უნდა ეპატიოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ასე არ არის. თამარი აღშფოთდა, იაგო ხვიჩიამ გადაცემაში მკითხა, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს, მედიას კურირებდნენ. მაშინ მედიაზე კონტროლს ვინც აწარმოებდა.
გადავწყვიტე, არ მეპასუხა ამ კონკრეტული სახელებითა და გვარებით, ვუთხარი, რომ მე მქონდა ერთ კონკრეტულ ადამიანთან შეხება, მაშინ როდესაც პროდიუსინგში ვიყავი-თქო. მეტი დეტალიზაცია არ მინდოდა, მაგრამ თამარი, რისი თამარია, სადღაც არ გამოხტეს,რადგან გამოხტა, მოდი, ვუპასუხოთ თამარს.
პირველი რამდენი ისწავლე თამარ, რამდენი იწვალე, რამდენი იმეცადინე, რამხელა გამოცდილება მიიღე და მაინც ნანულა დარჩი. მაინც გგონია, რომ თუ მე ნანულას დამიძახებ, ამით დამაკნინებ. ვწუხვარ, იმიტომ რომ შენი განვითარების ქალს, გოგოს, მგონია, რომ ნანულამდე დიალოგი არ უნდა დაგყავდეს.
ოქეი, ნანულაში პრობლემას ვერ ვხედავ, გავაგრძელოთ დიალოგი. მე არ მიგულისხმიხარ შენ. შენი მაშინდელი როლი და ფუნქცია იყო ის, რომ პირადი ინიციატივებით გამოირჩეოდი და შეგეძლო ისტერიკით გერეკა აქა-იქ. მახსოვს, ერთხელ მე დამირეკე ისტერიკით, ნათია ფანჯიკიძე რომ მყავდა სტუმრად, როგორ გაბედე, ეს ქალი სტუმრად რომ გყავდაო. იმიტომ რომ მაშინ შენ აშავებდი როგორც კონკურენტის მეუღლეს.
როდესაც გითხარი, რომ ამ ქალით აღფრთოვანებული ვარ-თქო. მახსოვს, გააგრძელე, რომ მე ვიყავი დაბალი განვითარების და იმიტომ ვიყავი ნათიათი აღფრთოვანებული. ძალიან კარგი, რომ მაშინ გიორგი არველაძეს საკუთარი გავლენები ჰქონდა. რომ იძახდი მავნებელია ჟორჟოლიანი, გაუშვით არხიდანო, არ დაგიჯერეს და გიორგის გავლენებმა გაიმარჯვა ამ შენს ისტერიკაზე. იმიტომ რომ შენ ვერ ეგუებოდი იმას რასაც შენ ვერ აკონტროლებდი და იმედზე ჩემს გადაცემაში, ყოველთვის იყვნენ ადამიანები რომლებსაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ და შენ არ გევასებოდნენ.
შენ არასოდეს აკონტროლებდი და ამხელა უფლებამოსილება ნაცებს არ მოუციათ მაშინ. მე ვიგულისხმე შენი ქმარი და მართლა ვერ ვიგებ ამ ომში რატომ შემომიყვანე და ამ დეტალების დაკონკრეტება რატომ მაიძულე. არ მინდოდა ფაქტია, რომ მნდომოდა გიგას დასახელება, აუცილებლად ვიზამდი, მაგრამ შენ რისი თამარი ხარ, რომ რაღაცაზე ისტერიკა არ მოაწყო. თან ანჩხლი ისტერიკა.
თუ გინდოდა ანჩხლი ისტერიკა. მაშინ გიპასუხებ, კი თამარ, შენი ქმარი იყო ის ადამიანი, რომელიც იყო უშიშროების საბჭოს მდივანი და თან მედიას აკონტროლებდა ნაციონალების დროს. თუ ამის მოსმენა გინდოდა არ არის პრობლემა, ჩემო საყვარელო. ახლა გააგრძელე ნანულა და ფეხების ბაკუნი“.