რეზონანსი
08.04.2026

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოლოდინშია.  ამის შესახებ მედიასთან მისმა ადვოკატმა, ხათუნა ხურცილავამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ისაუბრა. არსებული ინფორმაციით, ბურჭულაძე მზადაა, ჯარის ძარცვის საქმეზე  ბრალი აღიაროს და ბიუჯეტის სასარგებლოდ 7 მილიონი ლარი შეიტანოს თუ გამოუშვებენ. ცნობილია, რომ განცხადება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით უკვე პროკურატურაში დევს. ადვოკატი ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დაატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს, ხოლო საკუთარ პოზიციას ყოფილი თავდაცვის მინისტრი მის საბოლოო სიტყვაში დააფიქსირებს. 

„ველოდებით საპროცესო შეთახმებაზე პასუხს, მაგრამ პარალელურად, პროკურორი იტყვის დღეს დასვნით სიტყვას. მნიშნელოვანი რაც არის, პირობით სასჯელზე ზიანის ანაზღაურებით. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. როცა ბოლოო სიტყვის დრო მოვა, თვითონ ბატონი ჯუანშერი დააფიქსირებს მის პოზიციას საბოლოო სიტყვაში“, - ამბობს ადვოკატი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძი  დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. სასამართლო მსჯელობს ასევე ბურჭულაძის მოადგილის, გიორგი ხაინდრავას,  სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის საქმეზე. პროცესს, ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა, ყველა ბრალდებული ესწრება.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებულები არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×