რეზონანსი
08.04.2026

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ არ აახლებს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მონაცემებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი წერია. ამ თემაზე მაკა ბოჭორიშვილს სადეპუტატო შეკითხვით ირაკლი შატაკიშვილმა მიმართა. მინისტრმა დეპუტატს უპასუხა, რომ გაგზავნილია ნოტა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, გერმანულ მხარეს შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია, 2026 წლის 4 მარტს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს კვლავ მიმართა ვერბალური ნოტით და კიდევ ერთხელ მოითხოვა გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაციის განახლება.

ვერბალური ნოტის მიწოდების შემდეგ, ქართულ მხარეს ეცნობა, რომ მსგავსი ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავების პერიოდი 4 კვირას მოიცავს. იმ შემთხვევაში, თუ ხსენებულ ვადაში გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე არ განახლდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია, სამინისტრო უახლოეს დღეებში, კიდევ ერთხელ, ოფიციალურად მიმართავს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაში.

უწყებასთან კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს საელჩოსაც, თუმცა საქართველოს შესახებ მონაცემები ვებგვერდზე ისევ არ იცვლება, მაშინ, როდესაც განახლება მარტში შეეხო რუსეთს და სირიას. რატომ არ რეაგირებს გერმანიის საგარეო უწყება ქართული მხარის ნოტაზე - მმართველი გუნდი ბერლინის მხრიდან მტრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×