
"ბიბისი" აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას ასაჯაროებს. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დოკუმენტი 10 პუნქტს მოიცავს:
1. ცეცხლის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში;
2. ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის სრული და საბოლოო შეწყვეტა ყოველგვარი დროის შეზღუდვის გარეშე;
3. რეგიონში ყველა მიმდინარე კონფლიქტის დასრულება;
4. ჰორმუზის სრუტის გახსნა;
5. ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი და უსაფრთხო ნაოსნობის პირობების შექმნა და პროტოკოლის გამოქვეყნება;
6. აღდგენისთვის საჭირო კომპენსაციის გადახდა ირანისთვის;
7. ირანზე დაწესებული სანქციების მოხსნის სრული მხარდაჭერა;
8. აშშ-ში გაყინული ირანული ფულისა და აქტივების გათავისუფლება;
9. ირანი იღებს სრულ პასუხისმგებლობას არ შექმნას ბირთვული იარაღი;
10. ზავი დაუყოვნებლივ შედის ძალაში ფრონტის ყველა მიმართულებაზე მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული პირობები დამტკიცდება.