რეზონანსი
07.04.2026

კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე რობერტ სტურუას სპექტაკლს ეხმაურება.

"ეს შესანიშნავი სპექტაკლი ბატონი რობერტ სტურუას მრავალწლიანი შრომის შედეგია. მადლობას ვუხდი ჩვენს დიდ რეჟისორს შოთა რუსთაველის გენიალური პოემის თანამედროვე კონტექსტში მასშტაბურად გადააზრებისა და სათანადო დონეზე წარმოჩენისთვის. მადლობას ვუხდი შემოქმედებით გუნდს.

სასიხარულოა, რომ მომავალში "ვეფხისტყაოსნის" შემდეგი ნაწილის სასცენო ვერსიასაც ვიხილავთ"- განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ რობერტ სტურუას სპექტაკლზე საუბრისას.

ცნობისთვის 5 აპრილს რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის" ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" პრემიერა გაიმართა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფრაგმენტები სპექტაკლიდან, რასაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×