
ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ადასტურებს, რომ ირანში ხიდებსა და რკინგზის მონაკვეთებზე იერიშები მიიტანეს.
პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ობიექტებს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია იყენებდა სამხედრო დანიშნულების მასალების გადასაზიდად, რაც, ისრაელის შეფასებით, იარაღის წარმოებას ემსახურებოდა.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ოპერაცია თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან შეთანხმებით განხორციელდა.
მისივე თქმით, სამიზნე არა ირანის მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ მათი მთავრობაა.
„ეს უკვე აღარ არის იგივე ირანი და არც იგივე ისრაელი. ჩვენ ძალთა ბალანსს სრულიად ვცვლით,“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მსგავსი სიახლეები