რეზონანსი
07.04.2026

სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი და მეზობელი - თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის აფასებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბაქოს და თბილისს საერთო მიზნები და ინტერესები აქვთ, რეგიონში არსებული ვითარების ფონზე შექმნან სტაბილური და უსაფრთხო გარემო.

"ეს იყო დადებითი, ნაყოფიერი ვიზიტი. ჩვენ პრაქტიკაშიც ვიცით, რომ ვაჭრობის შუა დერეფანში ტვირთების მოძრაობა 7-ჯერ არის გაზრდილი უკანასკნელი წლების განმავლობაში და ეს სწორედ მოიტანა, მათ შორის, ასეთმა ტიპის ვიზიტებმა და უმაღლესი დონის შეხვედრებმა, როდესაც ხდება ამ შუა დერეფნის მშენებლობა, მაქსიმალურად დაახლოება ამ 2 ქვეყნის საბაჟო სამსახურების, საბაჟო რეგულაციების, გადაზიდვების წესების და ა.შ. სწორედ ასეთი ტიპის ვიზიტების დროს ხდება ხოლმე ამ მასშტაბის შეთანხმებების გაფორმება, კომპრომისების მოძიება, რათა შუა დერეფანი არ იყოს უბრალო ცარიელი სიტყვები და ის იყოს შევსებული, კონკრეტული მექანიზმები - სარკინიგზო, აეროპორტების, პორტების თუ სხვა მიმართულებით.

ფაქტია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლიობაში ჩამოყალიბდა არამხოლოდ სამხრეთ კავკასიის საკვანძო ქვეყნებად, არამედ მთლიანი სავაჭრო დერეფნის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებად. სწორედ ამგვარი შეხვედრებისა და ვიზიტების შედეგია პროგრესი ამ მიმართულებით," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ილჰამ ალიევი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. განიხილეს ერთობლივი პროექტები და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×