რეზონანსი
07.04.2026

მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. შუა დერეფნის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ის ემსახურება როგორც ქართველი ხალხის, ასევე აზერბაიჯანის ინტერესებს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელება ევროკავშირის ინტერესებშიც შედის.

„შუა დერეფნის საშუალებით საქართველოზე ისეთმა ტვირთებმა უნდა გაიაროს, რომლის დანიშნულების წერტილი ევროკავშირია.  ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზე იყოს აყვანილი, სადაც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის ინტერესები, სტრატეგიული პროექტების განხორციელებას ხელი შეეწყობა. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ვხედავთ, რა ხდება რეგიონში. შუა დერეფნის საჭიროება და მნიშვნელობა ერთი ათად იმატებს, რაც აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×