რეზონანსი
07.04.2026

მერაბ მეტრეველი არის კოლექტიური სახე დღევანდელი ოპოზიციური ჟუუურნალისტების. იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა მოვლენასა თუ ფოტო-ვიდეოზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ,  -  წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, ირაკლი კობახიძის შესახებ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას. 

ფოჩხუას თქმით, გაუგებარია, რა ნახეს ოპონენტებმა ივანიშვილისა და ალიევის შეხვედრის ფოტოებზე ისეთი, რითაც ირაკლი კობახიძის დაკნინებას შეეცადნენ. 

"მერაბ მეტრეველი არის კოლექტიური სახე დღევანდელი ოპოზიციური ჟუუურნალისტების. იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა მოვლენასა თუ ფოტო-ვიდეოზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ. და რა ნახეს ამ ფოტოზე ისეთი, რითაც დააკნინეს ირაკლი კობახიძე, რა შეატყვეს ასეთი, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფრად აგდებს ირაკლის, მე მგონი პირიქითაა, პრემიერი დაპატიჟებული იყო  მნიშვნელოვან სადილზე, რომელიც იმართებოდა ჰეიდარ ალიევის პატივსაცემად, ვიწრო წრეში, ასე რომ სულ ტყუილად წვალობთ, როგორც ჩემი საყვარელი ბებო იტყოდა, ყურებზე ხახვი არავის დააჭრათ," - წერს ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×