
მერაბ სეფაშვილისთვის მეუღლის გარდაცვალება, რომელთანაც წლების სიყვარული და ორი შვილი
აკავშირებდა, უმძიმესი აღმოჩნდა. პროდიუსერი გია გოგორიშვილი "ფორტუნასთან" ოჯახის შესახებ საუბრობს:
"ბოლო დღეებში რომ ავადმყოფობდა, რა თქმა უნდა, კონცერტები გადავდეთ… მერაბი თითქოს შეგუებული იყო… ნინოს დიაგნოზი რომ დაუსვეს, არ დააკლო არაფერი მთელმა ოჯახმა, წამლები, დასხივებები, 24-საათიანი ღამის თევით ჰყავდათ ექიმები და ექთნები. თუ რამე არსებობს, ყველაფერი სცადეს… რა თქმა
უნდა, მერაბმა ძალიან განიცადა ნინოს გარდაცვალება, გუშინ ძალიან ცუდად გახდა. გასაგებია, რომ დიაგნოზი იცი, მაგრამ ფაქტი რომ დადგა, ეს სულ სხვა…
ხომ არის ზოგიერთი ოჯახი, ზოგადად ვსაუბრობ, სადაც ოჯახის წევრები თავიანთ კარიერაზე არიან გადაყოლილები… მერაბის მეუღლე კი, რომელსაც უმაღლესი განათლება ჰქონდა, დაჯდა სახლში, მოუარა შვილებს და ბავშვივით ეფოფინებოდა მერაბს… ამხელა სიყვარული იყო, ამდენი წლის… ანგელოზივით ორი შვილი აჩუქა… რა თქმა უნდა, მერაბისთვის ეს დღეები უმძიმესია" - აღნიშნა გია გოგორიშვილმა.
წყარო: ფორტუნა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე