
შსს მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმის დაკავებას ადასტურებს - ქემალ ისმაილოვს ხელბორკილები გამოკითხვის მომენტში დაადეს. საგამოძიებო უწყება ისმაილოვს ჯგუფურ ძალადობას და მასში მონაწილეობას ედავება. უცნობია რა პოზიცია აქვს მაღალჩნოსნის ძმას, რომელიც ახლა იზოლატორში იმყოფება და ბრალის გაცნობას ელოდება.
როგორც "ტვ პირველს" მარნეულში განუცხადეს, მერის ძმამ და მისმა მხარდამჭერებმა ადგილობრივ მეწარმეს, რომელსაც პურის ბიზნესი აქვს, გუშინ დილით ჩასაფრება მაშინ მოუწყვეს, როცა სადისტრიბუციო მანქანით გადადგილდებოდა. მანქანა გააჩერეს და სასტიკად გასუწორდნენ.
ის, რომ სისხლიანი ანგარიშსოწრება პურის ბიზნესს უკავშირდება, ამის შესახებ უფლებადამცველის სამირა ბაირამოვაც საუბრობს.
"მერის ოჯახის წევრები უკვე ერთი კვირაზე მეტია ქალაქში ქაოსს ქმნიან. მათ, საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელოვნურად გაზარდეს პურის ფასი და სხვა მეწარმეებსაც აიძულებდნენ იგივე გაეკეთებინათ", - დაწერა სოციალურ ქსელში სამირა ბაირამოვამ.
მარნეულში ამბობენ, რომ სისხლიან ანგარიშსწორებაში 5 პირი მონაწილეობდა, რომელთაც ნიღბები ეკეთათ. ხუთიდან ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ადამიანი, ქემალ ისმაილოვია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით. ამ დანაშაულისთვის 1 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
ტვ პირველი