რეზონანსი
07.04.2026

ლიკა კუჭუხიძე, ვისი მეუღლეც, ბაჩო ლასარეიშვილი აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, თავის დედამთილთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს. 

„ჩემმა დედამთილმა ჩემთვის ძალიან ბევრი რამე გააკეთა. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ის ერთადერთია მსოფლიოში, რომელმაც შეძლო და თავისი შვილის სიყვარულს პატივი სცა. ჩემს დედამთილს ერთადერთი შვილი ჰყავდა. მას სახლში დასვენებულს ტოვებდა და ჩემთან საავადმყოფოში მოდიოდა. 

როდესაც მითხრეს ბაჩო აღარ არისო, ერთი წამითაც არ მიფიქრია სად უნდა წავსულიყავი, თუ არა ჩემი მეუღლის სახლში, სადაც მან მიმიყვანა და დამტოვა. დღეს მე ჩემი მეუღლის ოჯახში ვიმყოფები. ჩემი მეუღლე მამის გარეშე გაიზარდა. ორი თვის იყო, როდესაც მამამ მიატოვა“, - ამბობ ლიკა კუჭუხიძე.

ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილში ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×