
ირანმა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „მაქსიმალისტური" პასუხი გაუგზავნა , - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში ირანის მიერ აშშ-სთვის გაგზავნილ 10-პუნქტიან საპასუხო წინადადებას „მაქსიმალისტური" უწოდა.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ საბოლოო ვადამდე შეთანხმების მიღწევის შანსები მცირეა.
ასევე, გამოცემის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპს ურჩია, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ დადოს.
ცნობისთვის, დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საპასუხო წინადადება გადასცა, თუმცა „ის საკმარისად კარგი არ არის".
„მათ წინადადება შემოგვთავაზეს. ის საკმარისად კარგი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - აღნიშნა ტრამპმა.