რეზონანსი
06.04.2026

 კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ვარაუდობს, რომ სერბეთში გაზსადენზე „საბოტაჟის მცდელობის" უკან „კიევის რეჟიმის ჩარევის კვალია".

როგორც პესკოვმა განმარტა, მოსკოვი ინფრასტრუქტურის დასაცავად საჭირო ზომებს იღებს და იმედოვნებს, რომ სერბეთი და უნგრეთიც იმავეს გააკეთებენ.

„ვიცით, რომ „თურქული ნაკადისა" და „ლურჯი ნაკადის" ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სექცია კიევის რეჟიმის თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, თუ ვინ შეიძლება იდგეს ევროპის ტერიტორიაზე ამ კრიტიკულ ენერგეტიკულ არტერიაზე თავდასხმის მცდელობების უკან. მაღალი ალბათობით, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამჯერადაც კიევის რეჟიმის ჩარევის კვალი აღმოჩნდება. ვიმედოვნებთ, ანკარაში ზელენსკისთან უახლოესი კონტაქტებისას მას უთხრეს, რომ „თურქეთის ნაკადისა" და „ლურჯი ნაკადის" ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები მიუღებელია"- აცხადებს დიმიტრი პესკოვი.

ცნობისთვის, 5 აპრილს სერბეთმა უნგრეთისკენ გამავალ გაზსადენზე საბოტაჟის მცდელობის შესახებ განაცხადა. მათ ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და დეტონატორების შემცველი დიდი პაკეტები აღმოაჩინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×