მარიამ ვეკუა
06.04.2026

6 აპრილის ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა რუსეთის შავი ზღვის პორტში, ნოვოროსიისკი, იერიში მიიტანეს ფრეგატზე ადმირალ მაკაროვი და საბურღ პლატფორმა „სივაშზე". ოპერაციის შესახებ ინფორმაციას უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ ბროვდი ავრცელებს.

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკიზე 6 აპრილის ღამით განხორციელებული იერიშისას, უკრაინულმა დრონებმა რუსული სამხედრო ხომალდს „ ადმირალ მაკაკოვს" დაარტყეს, აღსანიშნავია, რომ ეს ხომალდი „კალიბრის" ტიპის ფრთოსან რაკეტებს ატარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის დროს საჰაერო თავდაცვის რაკეტები უშუალოდ ხომალდიდან გაისროლეს, თუმცა ამას უკრაინელებისთვის ხელი არ შეუშლია, წერს სიბისი.

ოპერაცია განხორციელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფების მიერ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კოორდინაციით. მიყენებული ზიანის მასშტაბი ამ დროისთვის ზუსტდება. ინფორმაცია უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ გაავრცელა.

გავრცელებული ცნობით, ხომალდიდან საჰაერო თავდაცვის რაკეტებიც გაისროლეს, თუმცა ამან უკრაინული დრონების მიერ ფრეგატზე დარტყმის თავიდან აცილება ვერ შეძლო.

თავდაპირველი ინფორმაციით, კიდევ ერთი ფრეგატი, „ადმირალ გრიგოროვიჩიც" მიზანში იყო, თუმცა, ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ეს გემი ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში იმყოფება. ფრეგატი ადმირალ გრიგოროვიჩი „კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებითა და „შტილ-1"-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსითაა აღჭურვილი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პროსამთავრობო ჯგუფები და ადგილობრივი ხელისუფლება კვირა საღამოს ნოვოროსიისკზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ. Astra-ს მონაცემებით, თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე ნოვოროსიისკში მდებარე შესხარისის გადამტვირთავი კომპლექსი იყო.

ასევე არსებობს ცნობები სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ღრმაწყლოვან საზღვაო ძალებთან ერთად მცურავ პლატფორმა „სივაშზე" განხორციელებული დარტყმის შესახებაც.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×