რეზონანსი
06.04.2026

ირანში აცხადებენ, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტეს არ გახსნიან , - ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ თეირანმა პაკისტანის შუამავლობით შემუშავებული ცეცხლის შეწყვეტის გეგმა მიიღო და მას განიხილავს, თუმცა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სანაცვლოდ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე უარს აცხადებს.

ასევე, მისი თქმით, ირანი შეთანხმების მიღწევის მიზნით ზეწოლას ან დაკისრებულ საბოლოო ვადებს არ დაემორჩილება.

ირანელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ აშშ ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისთვის მზად არ არის.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ განაცხადა, რომ თეირანმა საკუთარი პოზიციები და მოთხოვნები ჩამოაყალიბა, რომლებიც შუამავლებს გადასცა.

ამასთან, ბაგაის თქმით, „მოლაპარაკებები ულტიმატუმებთან და ომის დანაშაულების ჩადენის მუქარასთან შეუთავსებელია“.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ და ირანი შუამავლების მიერ შემუშავებული ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის გეგმას განიხილავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×