რეზონანსი
06.04.2026

"ხალხის ძალა" პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვაზე მთავრობის დადგენილების გადახედვას ითხოვს. საკითხს გამოეხმაურნენ ოპოზიციურ სპექტრშიც.

პარლამენტის ფრაქციის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, გიგა ფარულავას განცხადებით, პრობლემაა ის, რომ საქართველოში პლასტმასის მეორადი გადამუშავება არ ხდება.

ამასთან, როგორც ფარულავა აცხადებს, მთავრობას ამ მიმართულებით სწორი კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა ბიზნესის წარმომადგენლებთან.

"დასავლურ ქვეყნებში დღესაც გამოიყენება პლასტმასის ბოთლები და შესაბამისი ნივთები, უბრალოდ აქ საქმე გვაქვს მეორად გადამუშავებასთან, რაც სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს. კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას ამ მიმართულებით ეზრუნა. რაც მთავარია, სწორი კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა თავად ბიზნესის წარმომადგენლებთან", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, "ხალხის ძალა" გადაუდებლად ითხოვს მთავრობის 12 მარტის გადაწყვეტილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას. მაჭარაშვილის თქმით, ყველა თანხმდება, რომ, ეკოლოგიური თვალსაზრისით, პლასტმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭიროა, ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგების შესწავლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×