რეზონანსი
06.04.2026

ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვის, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის ოჯახ­ში ტრა­გე­დი­აა - მომ­ღე­რალს მე­უღ­ლე, ნინო ჯურ­ხა­ძე გარ­და­ეც­ვა­ლა, რო­მელ­თა­ნაც თით­ქმის 40-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აკავ­ში­რებ­და. ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად წყვი­ლის უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა, პრო­დი­უ­სერ­მა გია გო­გო­რიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა.

ნინო ჯურ­ხა­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მისი ინ­სულ­ტის შე­სა­ხებ იყო ცნო­ბი­ლი, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი კი­დევ უფრო მძი­მე სენი აღ­მოჩ­ნდა.

"ამბები" და­უ­კავ­შირ­და მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს, გია გო­გო­რიშ­ვილს:

"ნინო ჟურ­ნა­ლის­ტებს არ სწყა­ლობ­და, უფრო მე­ო­ჯა­ხე იყო. მე­რა­ბიც ხომ იცით, ძა­ლი­ან მოვ­ლი­ლი რომ და­დი­ო­და, ახლა ყვე­ლა მე­უღ­ლის­თვის თა­ვი­სი მე­უღ­ლე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ეს მა­ინც სხვა ამ­ბა­ვია - არ­ტის­ტი რომ ხარ და სულ ლუ­პის ქვეშ ხარ, იქ სხვა­ნა­ი­რად ფა­სობს ეს ყვე­ლა­ფე­რი.

ინ­სულ­ტი ჰქონ­და, კი, და ხომ იცით, ინ­სულ­ტი რო­გორც არის - სტან­დარ­ტუ­ლად მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაა, მაგ­რამ თა­ვის ფე­ხით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, მე­ტყვე­ლე­ბა ცოტა უჭირ­და, მაგ­რამ მერე აღ­მო­აჩ­ნდა სიმ­სივ­ნე თავ­ში. ინ­სულ­ტით კი არ გარ­და­იც­ვა­ლა, აი, ამ სიმ­სივ­ნით. სახ­ლში იყო... შინ გარდაიცვალა", - განაცხადა გია გო­გო­რიშ­ვილმა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×