რეზონანსი
06.04.2026

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საწვავზე ფასის ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით არის განპირობებული და ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„ყველა ის ადამიანი, რომელიც აკვირდება მოვლენებს, ხედავს, რამდენად მძიმე მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში. მგონი, აქ კითხვები არ არსებობს და ვიცით, რატომ ხდება ფასების მატება. არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ზოგადად მსოფლიოში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში საუბრობენ საწვავის უკვე დეფიციტსა და პრობლემებზე. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ფასები განპირობებულია იმ პროცესებით, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×