
მოდელი და ბათუმელი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს, ცოტა ხნის წინ ქმარს გაშორდა და ამის შესახებ გამომწერებს თავად განუცხადა. თუმცა, მან უკვე ახალი რჩეულიც იპოვა.
„დიდი მადლობა ყველას, ვინც იზიარებს ჩემს სიხარულს. უამრავი კითხვებია, რაზეც აუცილებლად ვისაუბრებ. მადლობა უფალს, რომ გამომიგზავნა ადამიანი, რომლის გარეშეც სუნთქვაც კი არ შემიძლია. ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ მოვკვდებოდი. იმდენად რთული პერიოდი გავიარე.
გული მტკივა უამრავი ჭორების გამო, რომელიც ვრცელდება. არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. რეალურად თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა იყო და როგორ იყო.
მთავარია ახლა ყველაფერი კარგად არის, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
აქვე დავამატებდი იმ ხალხის მოგონილ ზღაპრებს, რომლებიც ავრცელებდნენ რომ მოხუცს გავყევი ცოლად, მატერიალური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების გამო. გეტყვით რომ ის ძალიან ახალგაზრდაა წარმატებული, ჭკვიანი და საოცარი პიროვნებაა.
დრო ყველაფერს გასცემს პასუხს, არ მაქვს ბრაზი და ბოღმა არავის მიმართ. მე დღეს ნამდვილად ბედნიერი ვარ!" - წერს მარიამ შუკაკიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე