რეზონანსი
04.04.2026

„ჩვენს ახალ გუნდს შემუშავებული აქვს სტრატეგია და 2026 წლიდან 2029 წლამდე გვაქვს კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მოემსახურება იმ მთავარ ამოცანას, რომ არსებული გაზის დანაკარგი შემცირდეს მინიმუმ 25 პროცენტით. ეს მიმართულება კიდევ გაგრძელდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციის პროგრამის და გაზის დანაკარგების შემცირების შესახებ.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს შიდა მოხმარება წელიწადში 3 მლრდ 100 მლრ კუბურ მეტრს შეადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული 1000 კუბური მეტრის რაციონალურად გამოყენება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×