რეზონანსი
04.04.2026

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია ბათუმის შემდეგ, დღეს უკვე შეკვეთილში ჩატარდა.  სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სტუდენტებთან შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები ესწრებოდნენ, რომელთა შორის  მარიამ გრიგოლიშვილიც იყო. 

მარიამ გრიგოლიშვილის განცხადებით, ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულნი სახელმწიფო მართვის პროცესებში. 

„შეხვედრების მიზანი გახლავთ უფრო მეტი ღია კომუნიკაცია ახალგაზრდებთან. მათ შორის, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინება, რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულები სახელმწიფო მართვის პროცესში, სადაც სახელმწიფო მეტად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და სადაც მათ აქვთ სწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით," - განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×