რეზონანსი
03.04.2026

რაზეც ვერ შევთანხმდით ასეთი საკითხი არ არსებობს. ყველაფერზე შევთანხმდით, რაც ამ ეტაპზე იყო საჭირო. ჩვენი დღევანდელი სინოდი იყო მხოლოდ პროცედურული საკითხების გადამწყვეტი და კომისიის შერჩევა მოხდა, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, ასევე ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე გადაწყდა გარკვეული პროცედურული საკითხები, რომლითაც უნდა მომზადდეს კენჭისყრები.

„მართვა გამგეობის დებულებაში ჩვენ ვერანაირ ცვლილებებს ვერ შევიტანთ, რადგან ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. დღევანდელი სინოდი დაქვრივებული ეკლესიის სინოდია, რომელიც ამზადებს მხოლოდ პატრიარქის არჩევის საკითხებს, არჩევნებამდე რამე დებულების შეტანა არ ხდება“,- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

რაც შეეხება კანდიდატებთან დაკავშირებულ საკითხებს, მიტროპოლიტის განცხადებით, ასაკობრივი ზღვარი კანდიდატების დასახელებამდე განისაზღვრება, თუმცა დებულების ფარგლებში. ასევე, მისივე თქმით, აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება, მათ შორის სემინარიის დონეზე.

„რაც შეეხება 70 წელს, ეს საკითხი უშუალოდ კანდიდატების დასახელებამდე იქნება დადგენილი, ოღონდ ჩვენ არ უნდა გავცდეთ მართვა-გამგეობის დებულების ფარგლებს. თუ საჭირო იქნება დაზუსტება ეს უნდა მოხდეს იმ ფარგლებში, რაც დებულებით არის. რაც შეეხება განათლების საკითხს, წერია, რომ აუცილებელია საღვთისმეტყველო განათლება, ასევე წერია, სემინარიის დონეზე თუ აქვს საღვთისმეტყველო განათლება ითვლება, რომ შეუძლია იყოს კანდიდატი. ეს გაფართოებული კრების უფლებამოსილებაა და არჩევნების წინ ასეთი საკითხების ცვლილებებს არავინ აკეთებს, რადგან ეს იწვევს სხვადასხვა აზრებს“, -განაცხადა მეუფე სტეფანემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×