რეზონანსი
03.04.2026

„იმ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, დედა არ ჰყავ­დათ? მა­ინც და მა­ინც ჩემი შვი­ლი უნდა მომ­კვდა­რი­ყო? - ცი­ხეს მა­შინ აქვს აზრი და წლებს, თუკი ის გა­მო­ას­წო­რებს, ამა­თი გა­მოს­წო­რე­ბა არ იქ­ნე­ბა, ესე­ნი არი­ან და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი, სის­ხლმო­წყუ­რე­ბუ­ლე­ბი“, - ამის შე­სა­ხებ მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დამ, ეკა კუ­პა­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, დას­კვნი­თი სი­ტყვის მოს­მე­ნა მის­თვის მძი­მე იყო.

„ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ დას­კვნი­თი სი­ტყვის მოს­მე­ნა მძი­მე იქ­ნე­ბო­და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საქ­მის მა­სა­ლე­ბი წერ­ტილ-მძი­მი­ა­ნად ვიცი. თუმ­ცა, მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რი მაქვს დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი, რად­გან უშუ­ა­ლოდ ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის სუ­რა­თი არ მქონ­და ნა­ნა­ხი. ვუ­ყუ­რე ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც მე ნა­ნა­ხი არ მქონ­და და შოკი მი­ვი­ღე, დარ­ბაზ­ში დიდ­ხანს ვერ გავ­ჩერ­დი და გა­მო­ვე­დი. ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს ტე­ლე­ფონ­ში ძა­ლა­დო­ბებ­ზე ჰქონ­და „ფილ­მი“.

ამაზ­რზე­ნი იყო დას­კვნით სი­ტყვა­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი, კერ­ძოდ რი­კა­ძის ბე­ბი­ის ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც სახ­ლში არის გა­და­ღე­ბუ­ლი და ამ­ბობს - „რამ­დენ­ჯერ ვუ­თხა­რი, ამას ტე­ლე­ფონ­ში ნუ ინა­ხავ-თქო“, ის კი არ უთ­ქვამს ნუ ურტყამ­თო, არა­მედ - „ამას ტე­ლე­ფონ­ში ნუ ინა­ხავთ, სა­ში­ში­აო“. რი­კა­ძის დედა ამ­ბობს, რომ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის დე­დამ, ხა­თუ­ნამ და­მი­რე­კაო და მი­თხრაო - „პო­ლი­ცია მო­დის ჩხრე­კა­ზეო“. მე რომ ვამ­ბობ, რომ ფა­რუ­ლი ზა­რე­ბით ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილ­მა იცის რა დროს, რა ხდე­ბა, ეს მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა და პრო­კუ­რორ­მა ქეთი სო­ნი­ძე­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

გი­ორ­გი რი­კა­ძის დე­დას, თი­ნა­თინ პა­პას­კირს შე­ნა­ხუ­ლი და გამ­ზა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმ­ბო­ლი­კე­ბი და დარ­დობ­და, რომ გა­დაყ­რა ვერ მო­ას­წრო. იმას კი არ დარ­დობს, ხალ­ხს ურტყა­მენ, არა­მედ ის, რომ გა­დაყ­რა ვერ მო­ას­წრო. ეს კი გარ­კვე­ულ­წი­ლად აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბაა. ასე­ვე, ჩანს, რომ „ორ ნა­ბი­ჯში“ შე­დის სამი მო­ძა­ლა­დე, იქი­დან ახალ­გაზ­რდა გა­მოჰ­ყვათ და მო­ლა­რე მე­ო­რე თა­ნამ­შრომ­ლებს ეუბ­ნე­ბა, კა­რე­ბი და­კე­ტე კი­დევ არ შე­მო­ვიდ­ნე­ნო. ის კი არა, რომ ხმა ამო­ი­ღოს და იყ­ვი­როს, რომ ასე­თი რამე მოხ­და.

იმ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, დედა არ ჰყავ­დათ? მა­ინც და მა­ინც ჩემი შვი­ლი უნდა მომ­კვდა­რი­ყო? ყვე­ლა სა­ში­ში ხართ ამათ ხელ­ში. ესე­ნი არი­ან სის­ხლმო­წყუ­რე­ბუ­ლი ავად­მყო­ფე­ბი. ამა­თი გა­მოს­წო­რე­ბა არ იქ­ნე­ბა. ცი­ხეს მა­შინ აქვს აზრი და წლებს, რომ თუკი ის გა­მო­ას­წო­რებს, ამა­თი გა­მოს­წო­რე­ბა არ იქ­ნე­ბა, ესე­ნი არი­ან და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი, სის­ხლმო­წყუ­რე­ბუ­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ეკა კუ­პა­ტა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გიგა ავა­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჯამ­ში 4 პირი და­ა­კა­ვეს. მათ­გან ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა, ხოლო გი­ორ­გი რი­კა­ძეს და კი­დევ ორ არას­რულ­წლო­ვანს ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­დათ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს იმის მიერ, ვინც ნამ­დვი­ლად იცის, რომ მზად­დე­ბა და ჩა­დე­ნი­ლია მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ოთხი არას­რულ­წლო­ვა­ნი­დან ორს ბრალ­დე­ბა და­უმ­ძიმ­და. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, საქ­მე ეხე­ბა დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რო­მელ­თაც პრო­კუ­რა­ტუ­რა თავ­და­პირ­ვე­ლად და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბო­და. დ.ჩ.-ს გა­მო­ძი­ე­ბა ახლა ედა­ვე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას ჯგუ­ფუ­რად. ამას­თან, ა.ნ.-ს პრო­კუ­რა­ტუ­რა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბო­და, ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი, რაც უფრო მძი­მე მუხ­ლია და ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სა­მი­დან 7 წლამ­დე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×