რეზონანსი
03.04.2026

ნიკოლოზ რაჭველი ზურა შევარდნაძეს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც მუსიკოსი წერს, შევარდნაძის მიმართ კლასიკური ბულინგი განახორციელეს.

„ზურა შევარდნაძე უნიკალურია! გენიოსი თავის საქმეში, შრომაში და მიზანდასახულობაში, რამაც მოუტანა წარმატება არა მხოლოდ მას, არამედ მის ასობით დასაქმებულს ჩვენს ქალაქში!

მაგრამ რატომ მოეთხოვება მას იყოს უნაკლო?

ოპერაცია „მადონას” მეც ეჭვის თვალით ვუყურებ… ჰოდა ერთი ჭეშმარიტებაა ამ ისტორიაში:

ჩვენ, ადამიანებს, მოძმეებს, ქართველებს, მართლა გვჭირდება დაფიქრება, რომ არ გავხდეთ სასტიკები! ჩემი ძვირფასი მეგობრის მიმართ განხორციელდა კლასიკური ბულინგი, რუსული სტილით! ზურასთან ერთად რუსთაველზე აქციებზეც ვმდგარვარ, მის ბაღში კონცერტებიც გამიმართავს, პრობლემებით დამძიმებულს მისთვის რჩევისთვისაც მიმიმართავს…ძალიან მინდა შევეშვათ ასეთ გამეტებას, ვისაც გვინდა ავიდეთ ხოლმე მის მიერ შექმნილ სამოთხეში და ვინც იქ ისედაც არ დადის, დაანებოს მას თავი! რით დაიმსახურა თუნდაც მისმა დედამ ასეთი ნერვიულობა?! რატომ ვაძლევთ საკუთარ თავს საჯარო გამეტების უფლებას?

კი ბატონო, ჩემი საყვარელი ზურა ყველა სიკეთესთან ერთად გადარეულიც არის, მაგრამ ასეთი „გიჟობის“ გარეშე იშვიათად იქმნება რაიმე ახალი და მაგარი, ჰოდა ჩვენმა ზურამ შექმნა! ეგ ხომ უტყუარი ფაქტია!“ - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×