რეზონანსი
03.04.2026

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, თემის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ ტყუილზეა აგებული.

„მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი ეს აჟიოტაჟი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ გააღიზიანონ მოსახლეობა და ვითომდა ცუდი მხრიდან წარმოაჩინონ ხელისუფლების ქმედებები, რაც თავიდან ბოლომდე აგებულია ტყუილზე, რომელიც ძალიან მალევე გამოაშკარავდა. რა თქმა უნდა, საქართველოში ცხოველების უფლებები დაცულია, შესაბამისი კანონმდებლობა მოქმედებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×