
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, "საქსტატის" განმარტებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.33 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.3 პროცენტი), თევზეული (0.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.6 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.6 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (21.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.1 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.7 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (58.1 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.3 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8.0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.6 პროცენტი)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.