რეზონანსი
03.04.2026

შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მისამართით.

კირცხალია გამოეხმაურა ბოლო დღეებში მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებულ მოვლენებს.

„მივიდნენ კრემატორიუმთან, რომელიც წლებია მუშაობს. ძალიან მოკლე ფეხები აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ როგორი მომართულები არიან, მოტივირებულები. ერთი კადრი აიღეს და გადაუღეს კრემატორიუმს, შემდეგ მძინარე ძაღლს, შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე“, - აღნიშნა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×