რეზონანსი
02.04.2026

იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - აცხადებს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.

„მესიჯბოქსი არის პოლიტიკური, ან საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ მიზნობრივი აუდიტორიისთვის წინასწარ შემუშავებული გზავნილი/იდეა, რომელიც ემსახურება ერთიანი პოზიციის წარმოჩენას კონკრეტულ საკითხზე.

სანქციების შავი ხვრელის, რუსული კანონის და სხვა გზავნილების შემდეგ დადგა ძაღლების თემის დროც.

რეგიონებისთვის ეს არის - "ძაღლებს წვავენ."

თბილისისთვის - "ჩემი ძაღლი წაიყვანეს. ვრეკავ, არ მეუბნებიან სად არის."

დღეს აერიათ მესიჯბოქსი და თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე კრემატორიუმს ეძებდნენ.

იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მათ არც ადამიანის ჯანმრთელობა ადარდებთ, რადგან ცხოველის ზოონოზური დაავადების შემთხვევაში, ის ადამიანზე გადადის.

მიზნობრივი აუდიტორია სახეზეა. ვისგან მოდის მესიჯბოქსი - ესეც.

დანარჩენი სამართალდამცავი სტრუქტურების საქმეა", - აცხადებს გეგეჭკორი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×