რეზონანსი
02.04.2026

ირანში სახაროვის პრიზის ლაურეატი, ცნობილი უფლებადამცველი ნასრინ სოთუდე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.

კერძოდ, დაკავებულის შვილის, მეჰრავე ხანდანის თქმით, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, სოდუთე გასულ ღამეს დააკავეს, როდესაც ის "მარტო იყო სახლში". მას შემდეგ მას ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია და ამ მომენტისთვის უცნობია, თუ რომელმა ორგანომ დააკავა იგი.

ხანდანის თქმით, როდესაც ნათესავები სახლში მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ "ელექტრონული საშუალებები", მათ შორის ლეპტოპებისა და ტელეფონების კონფისკაცია მოხდა.

ცნობისთვის, სოთუდე 2012 წელს გახდა სახაროვის პრიზის ლაურეატი და ირანში ის რამდენჯერმე იყო დაკავებული

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×