რეზონანსი
02.04.2026

თბილისში, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფართან ხმაური იყო. ადგილზე მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები არიან შეკრებილი, რომლებიც თავშესაფრის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ.

ადგილზე მისული ადამიანები აცხადებენ, რომ თავშესაფარში ძაღლების უმრავლესობას ვეტერინარული დახმარება ესაჭიროება.

გარდა ამისა, მოქალაქეების თქმით, თავშესაფარში ანტისანიტარიაა და მიუსაფარ ძაღლებზე შესაბამისად არ ზრუნავენ.

ამ დროისთვის, თავშესაფრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან რამდენიმე უფლებადამცველია შესული. ამასთან, მათ მიეცათ ვოლიერების დათვალიერების უფლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×