
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პოლონელ კოლეგას, დონალდ ტუსკს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და მას მოუწოდა, ომის გაჩაღების ნაცვლად შეიყვაროს და გადაარჩინოს საკუთარი ქვეყანა.
მანამდე ტუსკი X-ში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან დაწერა, ნატოს დაშლის საფრთხე, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემსუბუქება და მრავალი სხვა ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს.
„ევროპა თავის ისტორიაში ერთ-ერთ სერიოზულ კრიზისს უახლოვდება. მსოფლიო სერიოზული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ევროპა სერიოზულ საფრთხეშია. ერთადერთი გამოსავალი - რუსული ენერგეტიკის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების დაუყოვნებლივ გაუქმება. ჩვენ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებზე უნდა ვიფიქროთ. ომის გაჩაღების ნაცვლად შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ!“, - დაწერა ორბანმა.