რეზონანსი
02.04.2026

ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში შეხვედრებზე განხილულ თემებზე ისაუბრა. 

"ძალიან მოხარულები ვართ, რომ სლოვაკეთი იზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ საქართველოს უსამართლოდ ექცევიან, რომ საქართველოს მიმართ არის ორმაგი სტანდარტები და სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებენ რიგ შემთხვევაში. ეს ყველაფერი გამომდინარეობს პოლიტიკური ინტერესებიდან. ზოგიერთისთვის, საქართველოს ხელისუფლება არ არის კომფორტული, რადგან ბრმად არ მიჰყვება ინსტრუქციებს. სლოვაკური მხარე დაგვპირდა, რომ ისინი ისევ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში და მათაც იმედი გამოთქვეს, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს ამ პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც დამთავრდება საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანებით,"- აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. 

სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის და ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×