რეზონანსი
02.04.2026

"ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, - ქოცებმა. 

ამ სამარცხვინო და სულელური ტყუილით (თან, ირანელი დიპლომატის განცხადებიდან მესამე (!) დღეს) შეიზილეს ქოცებმა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა. მაგათ ვინ დაეძებს, ჩვენს სამშობლოსაც შეაზელინეს. 

ახლა კიდევ მოლდოვის მთელი რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოვიდა კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით, რომელიც თბილისში ვიზიტამდე ზუსტად ერთი დღით ადრე მოსკოვში იყო ვიზიტად. როსია 24-თან ინტერვიუში  მან განაცხადა, რომ მოლდოვის პროევროპულმა კურსმა ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა, ის კი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა. 

ვინ იცის, ვისგან მოაქვს დოდონს "მოკითხვა" ივანიშვილთან? 

რუბიოს ზარს პუტინის ემისარი რომ მოჰყვა კვალდაკვალ და ირანთან სამარცხვინო რევერანსი დაემატა, ამაზე დავფიქრდეთ, აჯობებს, კალაძის ბოდიალის ნაცვლად"- წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×