
"შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მიმდინარეობს წელიწადზე მეტია, საკმაოდ წარმატებულად. ამასთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ ხელშესახები შედეგები როგორც ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით, ასევე თანამოქალაქეების უსაფრთხოების კუთხითაც," - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი.
მინისტრის თქმით, თითოეული ბრალდება, რომელიც გამოთქმული იყო სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ბოლომდე იქნება გამოძიებული.
"სამწუხაროდ, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის იყო პროვოცირებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებსაც უნდოდათ ჩვენი საზოგადოების ემოცია გამოყენებული ყოფილიყო მათი პოლიტიკური მიზნისთვის. შესაბამისად, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ბრალდება, რომელიც გამოთქმული იყო ჩვენი სააგენტოს მიმართ, იქნება აუცილებლად ბოლომდე გამოძიებული და შესაბამისად რეაგირებული. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ პროგრამაში. სამწუხაროდ, მიმდინარეობს ბულინგი და ზეწოლა თანამშრომლებზე და აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ თითოეული ფაქტი და თითოეული შემთხვევა იქნება რეაგირებული," - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.