რეზონანსი
02.04.2026

2025 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის ქუჩებში 29 676 მიუსაფარი ძაღლი აღირიცხა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, ამ მიმართულებით, მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის კვლევა საერთაშორისო ორგანიზაცია „მეიჰიუ საქართველომ“ ჩაატარა.

„საერთაშორისო ორგანიზაცია „მეიჰიუ საქართველოს“ 2025 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის ქუჩებში აღირიცხა 29 676 მიუსაფარი ძაღლი მათგან, 74% სტერილური ( 21 960 მიუსაფარი ძაღლი) იყო.

ამასთან, ამავე ორგანიზაციას 2023 წელსაც აქვს აღრიცხვა ჩატარებული. კვლევის მიხედვით, დედაქალაქის ქუჩებში აღირიცხა 33 153 მიუსაფარი ძაღლი. მათგან, 32% იყო სტერილური (10 600 მიუსაფარი ძაღლი)“,- განაცხადეს სააგენტოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×