რეზონანსი
02.04.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინი, განუცხადა, რომ სომხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც მხოლოდ სომხეთის პასპორტს ფლობენ.

ფაშინიანის თქმით, ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, რუსეთის პასპორტის მქონე პირები ვერ იქნებიან ვერც დეპუტატობის და ვერც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები. მისი განმარტებით, ეს წესი ერთნაირად ვრცელდება ყველა ორმაგ მოქალაქეზე.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე უპასუხა ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმის შესახებ, რომ სომხეთში ციხეებში "რუსული პასპორტების მქონე ბევრი პოლიტიკოსია".

"გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ციხეებში პოლიტიკური პროცესის მონაწილეები არ გვყავს", - განაცხადა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, პუტინმა აღნიშნა, რომ სომხეთში არსებობენ პრორუსული პოლიტიკური ძალები და ფიგურები, რომელთა ნაწილი ამჟამად დაკავებულია. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოსკოვი არ ერევა ერევნის შიდა საქმეებში, თუმცა სურს, რომ აღნიშნულ პირებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×