რეზონანსი
02.04.2026

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრი, 23 წლის ლევან ღვინიაშვილი, თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

ბოლო წლებში ღვინიაშვილი დედაქალაქში ცხოვრობდა და მუშაობდა. ის დღეს დილით ბინის დიასახლისმა გარდაცვლილი საწოლში ნახა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს.

მიზეზების დასადგენად, ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რომელიც ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×