რეზონანსი
01.04.2026

თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ამ მხრივ ვითარება ბოლო წლებში საკმაოდ გაუმჯობესებულია.

ცნობისთვის, ცხოველების დაწვის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას დღეს სურსათის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა. სეს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა.

მათივე ცნობით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე ადამიანების უსაფრთხოება, ეტაპობრივად ამოქმედდება და ის ითვალისწინებს ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და კასტრაცია-სტერილიზაციას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×