რეზონანსი
01.04.2026

ამერიკულმა კორპორაცია Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

განაცხადები მოიცავს YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოტიპებსა და სახელებს. კომპანიას ასევე სურს, Google Meet-ის, Google Workspace-ის, Google Drive-ის, Google Mail-ის, Gmail-ის და Google Cloud-ის სახელებისა და ლოგოების სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია.

გარდა ამისა, ზოგიერთი განაცხადი ეხება Pixel ბრენდს - Google Pixel, Pixel Buds, Pixel, Google Pixel Buds. Google-ს ასევე სურს Bigtable, Firebase, Nest და Tensorflow სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია.

„როსპატენტის“ ცნობით, ამერიკულმა კომპანია Google LLC-მ ყველა განაცხადი მარტის ბოლოს შეიტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×