რეზონანსი
01.04.2026

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში ომი დასასრულს უახლოვდება. შტატების პრეზიდენტი განმარტავს, რომ ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ძალა განადგურებულია, თეირანის ახლანდელი ხელმძღვანელობა კი ბევრად უფრო „გონიერი“ და ნაკლებად „რადიკალურია“, ვიდრე ქვეყნის წინა ხელმძღვანელობა იყო.

„ირანში რეჟიმი უკვე შეცვლილია. ჩვენ თანმიმდევრულად გავანადგურეთ ძველი სტრუქტურები და დღეს საქმე გვაქვს სრულიად სხვა ტიპის, ბევრად უფრო რაციონალურ და ნაკლებად რადიკალურ ჯგუფთან, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.

ჩემი მთავარი ამოცანა რეჟიმის ცვლილება არ ყოფილა - მე მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა: ირანს არ უნდა ჰქონოდა ბირთვული იარაღი. ეს მიზანი მიღწეულია. ახლა მხოლოდ პროცესის დასრულებაა საჭირო, რასაც დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება. როგორც კი დავრწმუნდებით, რომ მათ ბირთვული საფრთხის შექმნის რესურსი აღარ აქვთ, ჩვენს მისიას დასრულებულად გამოვაცხადებთ. დღეს გარიგების დადება მათ უფრო აწყობთ და სურთ, ვიდრე მე“, - ამბობს ტრამპი.

განცხადებას ავრცელებს ისრაელის პრემიერ-მინისტრიც. ბენიამინ ნეთანიაჰუს შეფასებით, ირანის რეჟიმი ახლა ისეთი სუსტია, როგორც არასდროს, ისრაელი კი, პირიქით - უპრეცედენტოდ გაძლიერდა. ნეთანიაჰუს განმარტებით, ირანულ საფრთხესთან დასაპირისპირებლად ქვეყანა რეგიონის გავლენიან სახელმწიფოებთან ახალ ალიანსებს აყალიბებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×