
"გარდენია შევარდნაძის“ გარშემო ატეხილი ხმაური არ ცხრება. მას შემდეგ, რაც ყოფილმა თანამშრომელმა,ხატია ნეფარიძემ ბიზნესმენი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, ხოლო მოგვიანებით სკანდალს შორენა ბეგაშვილიც შეუერთდა, ზურა შევარდნაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. ის კრიტიკოსებს მოუწოდებს, არ მოერიდონ ლანძღვას და აცხადებს, რომ მომხდარს "სპეცოპერაციად“ აღიქვამს:
"დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ. მზად ვარ ლანძღვის, შეურაცხყოფის, გინების, წყევლის ასატანად. იმდენი სიყვარული მიმიღია ადამიანებისგან, ერთ კაცს კი არა, ასს ეყოფა ცხოვრების ბოლომდე, აწი, რომ ერთი საქებარი სიტყვაც აღარ გავიგონო აღარასოდეს.
თუ კი გეწყინათ, შეგშურდათ, შეგეხარბათ, არ მოგეწონათ, არ გესიამოვნათ, არ გეამათ, გეძვირათ, გეზედმეტათ, დაწერეთ დაწერეთ, ამოთქვით ცოტა მოგეშვებათ და უკეთ გახდებით. არც ერთ კომენტარს არ წავშლით, ესეც ისტორიაა.
დაწერეთ, დამარიგეთ ვის ბოდიში მოვუხადო და ვის მადლობა გადავუხადო. დაწერეთ, მასწავლეთ ჭკუა და ზრდილობა... გაზაფხულია, ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ. გაზაფხულია, გაზაფხულია საჩვენო ამინდია. სპეცოპერაცია "მადონა" რომ მორჩება ამაზე თუ მოისურვებთ მერე გიამბობთ. ახლა შრომის დროა, გაზაფხულია. დაწერეთ, დაწერეთ..."
ხატია ნეფარიძემ კი 30 მარტს ზურაბ შევარდნაძის წინააღმდეგ შრომის ინსპექციაში საჩივარი შეიტანა და შესაბამის რეაგირებას ელოდება.