
ერთ-ერთმა მოქალაქემ 30 მარტს ცნობილი ფლორისტისა და მებაღის ზურა შევარდნაძის წინააღმდეგ შრომის ინსპექციაში საჩივარი შეიტანა და მისი განცხადებით, შესაბამის რეაგირებას ელოდება.
როგორც მოქალაქე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობდა, მასსა და შევარდნაძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთკვირიანი გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა. ხოლო მოქალაქის თქმით, მიზეზის გარკვევის მცდელობისას მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო. აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში საზოგადოების ფართო გამოხმაურება
მოჰყვა.
აღნიშნულ თემას გამოეხმაურა მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, რომელმაც ზურა შევარდნაძესთან საქმიანი თანამშრომლობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა საზოგადოებას.
„ოთხი წლის წინ ევას დაბადების დღეს ვიხდიდით და მაშინ მივედი პირველად გარდენიაში. ადგილი მომეწონა, მაგრამ ციოდა, გავათბობთო და გადავიხადე თანხის ნაწილი - „ყვავილების”(შეთანხმებულები ვიყავით ვარდებზე) ერთ კვირაში რომ მივედით - „ის ჯავშნის ფული იყო ახლა გადამიხადეთ ყვავილებისო” უკვე ვეღარ გადავდებდით წვეულებას და თავიდან გადავიხადე.
მივედით საღამოს და ვარდების მაგივრად მინდვრის ყვავილებით იყო მაგიდა მორთული (ფოტოზე ჩანს) და ალაგ-ალაგ ხელოვნური ყვავილები იყო გამოყენებული. ამას რომ თავი დავანებოთ, ისე ციოდა გაიყინნენ ბავშვები. მივწერე მის დამხმარეს, პასუხიც არ გამცა ისე მომატყუეს თვალი არ დაახამხამეს პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი მერე ეკრანზე რომ ვხედავდი, ვფიქრობდი, რამე ხომ არ მეშლება, მე ხომ არ ვარ დამნაშავე-მეთქი იმდენად სხვა ადამიანს თამაშობდა.
იმედი მაქვს გამდიდრდა იმ ფულით“, - წერს შორენა ბეგაშვილი და ფოტოს ურთავს თან, რომელიც შევარდნაძის დამხმარეს მისწერა.
თავად ზურა შევარდნაძეს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე