რეზონანსი
01.04.2026

ყაჩაღობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში - ნიღბიანმა ქალებმა თანასოფლელ ქალს სცემეს და თანხა გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, ორი ნიღბიანი, შეიარაღებული ქალი, რომლებიც ერთმანეთის დეიდაშვილები არიან, თანასოფლელი ქალის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ. დაზარალებული სახლში მარტო იმყოფებოდა. თავდამსხმელები მას სასტიკად გაუსწორდნენ და 8000 ლარამდე თანხა გაიტაცეს.

ადგილობრივების თქმით, ქალმა  სავარაუდო დამნაშავე პირებიდან ერთ-ერთი ამოიცნო, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. რის გამოც, ბინაში შეჭრილებმა დახმარებისთვის გარეთ მყოფ მამაკაცებს დაუძახეს და ძალადობა გააგრძელეს.

60 წლამდე ასაკის ნაცემი ქალი სხეულზე მიყენებული დაზიანებებით, კლინიკაშია გადაყვანილი. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული პირები ცხელ კვალზე დააკავეს.

ამ დროისთვის, თელავის პოლიციის სამმართველოსთან სოფელ ყარაჯალას მაცხოვრებლები არიან შეკრებილი. მიმდინარეობს თვითმხილველების გამოკითხვა.

„მთავარი ამბები კახეთიდან“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×