რეზონანსი
31.03.2026

პარტია „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიას საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე.

მისი თქმით, რომ არა ქვეყნის წინააღმდეგ გაწყობილი ძალების ყალბი პროტესტი, ქვეყნის ეკონომიკას ბევრად მაღალი ზრდა ექნებოდა.

„რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.. ეს 8.8% შეიძლება ყოფილიყო 10-12-15 %, იმის ხარჯზე, რომ უფრო მეტი ინვესტიციის მიღების შესაძლებლობა ექნებოდა ქვეყანას," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

2026 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8,8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4%-ს გაუტოლდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×